ძვირფასო კოლეგებო,
სიხარულით გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 1919 წლის 11 ნოემბრის დეკრეტი, რომლითაც გაუქმდა რუსეთის იმპერიის ტფილისის სასამართლო პალატის ოლქის ნაფიც რწმუნებულთა ინსტიტუტი და დაარსდა დამოუკიდებელი საქართველოს ნაფიც ვექილთა (ადვოკატთა) საბჭო, რაც თამამად შეიძლება მივიჩნიოთ დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის ისტორიის ათვლის წერტილად. შესაბამისად, მომდევნო, 2019 წელი ქართულ ადვოკატურის საუკუნოვანი იუბილის წელია!
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივითა და აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნა ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილის საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც დაგეგმავს სხვადასხვა საიუბილეო ღონისძიებების, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე. ძალზედ სასარგებლო იქნება თუ მოგვაწოდებთ თქვენს იდეებსა და რეკომენდაციებს.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ეროვნულა რქივს.